Google+

რელიზები

26.07.2011
საქართველოს პრეზიდენტი საკონსტუტიციო სასამართლოს ახალი მოსამართლის ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში დღეს საკონსტუტიციო სასამართლოს ახალი მოსამართლის  ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო. თამაზ ცაბუტაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პრეზიდენტის კვოტით გახდა.

ცერემონიალზე მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეებს მიმართა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადატანა წარმატებული ნაბიჯი აღმოჩნდა, რაც პარლამენტის ქუთაისში გადატანის იდეის საფუძველი გახდა.

„მთავარი გაკვეთილი ჩემთვის არის ის, რომ ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს გადმოტანის ისტორიულმა ფაქტმა არა მხოლოდ გაამართლა, არამედ ახლებურად დაგვანახა საქართველოს სწორი დეცენტრალიზაციის პროცესი. ეს იყო ძალზე  მნიშვნელოვანი წინაპირობა იმ სერიოზული გადაწყვეტილებისა, რომელიც საქართველოს პარლამეტის ქუთაისში გადატანას შეეხება. საქართველო არის ქვეყანა, რომლის ყველა კუთხე ერთნაირად უნდა იყოს წარმოდგენილი სახელმწიფოს მართვაში, განსაკუთებით, ცენტრალური ორგანოს დონეზე. ცხოვრებაში ბევრი პროფესია გამომიცვლია, მაგრამ, სამწუხაროდ, მოსამართლეობას ალბათ ვერასოდეს ვერ მოვესწრები. ეს განსაკუთრებული პროფესიაა, რომელიც განსაკუთრებულ ხასიათს, ზნეობასა და მოთმინებას მოითხოვს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

თამაზ ცაბუტაშვილმა საკონსტუტიციო სასამართლოში ჯონი ხეცურიანი შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების 10 წლიანი ვადა ამოეწურა. წლების განმავლობაში იგი იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა.

პრეზიდენტთან ერთად,  ფიცის დადების ცერემონიალს საკონსტუტიციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქარაძე ესწრებოდნენ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)