რელიზები
16.07.2011
საქართველოს პრეზიდენტი ოტო ჰაბსბურგ-ლოტრინგენის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან სანდრა ელისაბეტ რულოვსთან ერთად, ვენაში ავსტრია-უნგრეთის უკანასკნელი იმპერატორის უფროსი ვაჟის ოტო ჰაბსბურგ-ლოტრინგენის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.
მონარქის შთამომავალს საქართველოსთან ბევრი რამ აკავშირებდა. 30-იან წლებში, ესპანეთის სამოქალაქო ომში იგი ქართველ ოფიცრებთან ერთად ებრძოდა კომუნისტებს. ოტო ჰაბსბურგ-ლოტრინგენის 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით სტუმრობდა. ამავე წლის 1 სექტემბერს მიუნჰენში გამართულ სოლიდარობის აქციაზე - ცოცხალ ჯაჭვში ქალიშვილთან ერთად იდგა. საქართველოს მხარდამჭერ დოკუმენტს, რომელიც ევროკავშირმა 2010 წელს მიიღო, ხელი ოტო ჰაბსბურგმაც მოაწერა.
მისი ქალიშვილი გაბრიელა ჰაბსბურგ-ლოტრინგენი საქართველოს მოქალაქე გახდა, ამჟამად, კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
ავსტრია-უნგრეთის უკანასკნელი იმპერატორის ვაჟის დაკრძალვის ცერემონიალი ვენის წმინდა სტეფანეს საკათედრო ტაძარში გაიმართა.