Google+

რელიზები

13.06.2011
საქართველოს პრეზიდენტმა საუკეთესო კურსდამთავრებულები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს საატესტატო გამოცდებზე საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებს - საუკეთესო ასეულს შეხვდა. პრეზიდენტმა მათ გამოცდების დასრულება მიულოცა, წარმატებები უსურვა და პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა საატესტატო გამოცდები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ კმაყოფილია იმ შედეგებით, რომელიც მოსწავლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ აჩვენა. 

წელს საატესტატო გამოცდებზე 1520 საჯარო და კერძო სკოლიდან 50 000-მდე მოსწავლე გავიდა, რომელთაგან  უმრავლესობა ოქროსა და ვერცხლის მედალზეა წარდგენილი.

საქართველოში CAT-ის ტიპის საატესტატო გამოცდები, ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი ალგორითმით, წელს პირველად გაიმართა და მას ანალოგი არ აქვს მთელ მსოფლიოში. წამყვანი ქვეყნების ექსპერტები დაინტერესდნენ და უკვე დაიწყეს კიდეც მუშაობა СAT-ის გამოცდების ქართული ანალოგის სხვადასხვა ქვეყანაში დასანერგად.  

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)