რელიზები
22.04.2011
საქართველოს პრეზიდენტმა დედამიწის საერთაშორისო დღე ახლაგაზრდებთან ერთად აღნიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა დედამიწის საერთაშორისო დღე ახალგაზრდებთან ერთად აღნიშნა. მიხეილ სააკაშვილმა მათთან ერთად ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე საფარი ბოთლებისა და პოლიეთილენის პარკებისგან დაასუფთავა და ნერგები ჩაყარა. მან ხეზე ფრინველებისთვის ხელოვნური ბუდეც მიამაგრა.
„ხალხი ჯერ ჯვრის მონასტერთან ადის, რათა ზემოდან დატკბეს საკუთარი ქვეყნის სილამაზით, პირჯვარს გადაიწერენ, შემდეგ ჩამოდიან ამ ადგილებში, საქართველოს სადგღეგრძელოს შესვამენ და შემდეგ მას გვარიანად აბინძურებენ. ჩვენთან ისეთი ხალხიც არის, რომელიც თუ გაიგებს, რომ ყველანი, ჩემი ჩათვლით, აქაურობას ვასუფთავებთ, ხვალ, შესაძლოა, მოვიდეს და ხუთჯერ მეტად დააბინძუროს. თუმცა ჩვენ ისევ მოვალთ და ისევ გავწმენდთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წელს პირველად გაიმართა. აღნიშნული აქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით მოეწყო.