Google+

რელიზები

12.04.2011
საქართველოს პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს ბელორუს ხალხს მინსკში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო

საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოთქვა მინსკში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. სამძიმრის წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ბელორუს კოლეგას გაუგზავნა, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაგმო ტერორიზმის ნებისმიერი გამოვლინება და საქართველოს მთავრობის სახელით, მზადყოფნა გამოთქვა ნებისმიერი სახის დახმარება გაუწიოს ბელორუს ხალხს.  ქვეყნის პირველი პირი, თავისი და ქართველი ხალხის სახელით უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და თანაგრძნობას უცხადებს მომხდარის გამო.

„ცნობამ, 2011 წლის 11 აპრილს მინსკის მეტროპოლიტენში მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ, რომლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 151 დაზიანდა, ღრმა მწუხარება გამოიწვია საქართველოში. არავითარი გამართლება არ აქვს მათ, ვინც ხელი აღმართა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეზე. დარწმუნებული ვარ, ტერორისტული აქტის ორგანიზატორები ვერ მიაღწევენ დასახულ მიზანს - ბელარუსის რესპუბლიკაში დესტაბილიზაციის გამოწვევას. ბელორუსი ხალხი, მისთვის დამახასიათებელი ხასიათის სიმტკიცით, სიმამაცით, ღირსებითა და სიბრძნით ყველა დაბრკოლებას გადალახავს დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. საქართველოს მთავრობა და ხალხი მზადაა მოძმე ბელარუსს ნებისმიერი სახის დახმარება გაუწიოს, როგორსაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ და აუცილებლად. გთხოვთ, ქართველი ერისა და პირადად ჩემი სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. თქვენს მწუხარებას მთელი საქართველო იზიარებს", - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)