რელიზები
15.03.2011
საქართველოს პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ჯარისკაცის, კაპრალ ვალერი ვერსკიანის დაღუპვის გამო. იგი 5 მარტს ავღანეთში აფეთქების შედეგად დაიჭრა და მკურნალობის მიუხედავად, გერმანიაში, ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
მიხეილ სააკაშვილი სამძიმარს უცხადებს ვალერი ვერსკიანის ოჯახს და თანაუგრძნობს მის თანამებრძოლებს, ახლობლებსა და ნათესავებს.
კაპრალი ვალერი ვერსკიანი 32-ე ბატალიონის შემადგენლობაში აისაფის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა.