რელიზები
26.01.2011
საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანისა და თურქეთის ტრანსპორტის მინისტრები მიიღო
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი და თურქეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი ბინალი ილდირიმი მიიღო. მხარეებმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის და სასაზღვრო პროცედურების გამარტვების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და რკინიგზის მშენებლობის შემდგომი ეტაპების გეგმები დასახეს.
შეხვედრას ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ესწრებოდა.