Google+

რელიზები

11.01.2011
საქართველოს პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა, რომელიც კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება.

„ყველასთვის ცნობილია იმ სამწუხარო ფაქტის შესახებ, რომელიც დღეს დილით კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე მოხდა. ჩვენ ქედს ვიხრით დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე და სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დაჭრილი ჯარისკაცების მკურნალობისა და დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს  სახელმწიფო გაიღებს. ჯარისკაცის პროფესია დიდ კეთილშობილებასთან, ღირსებასა და პატივთან ერთად, სამწუხაროდ, დიდ რისკთან არის დაკავშირებული. პრეზიდენტის დავალებით, მომხდარ ფაქტზე შესაბამისმა უწყებამ გამოძიება უკვე დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი დაინტერესებულია, რომ გამოძიება მაქსიმალურად სწრაფად დასრულდეს და ყველა დეტალი გაირკვეს", - განაცხადა პრესსპიკერმა.

საქართველოს პრეზიდენტი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.  მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება. ამას გარდა, დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური სპექტრის ლიდერებთან.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)