Google+

რელიზები

07.12.2010
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება შსს-ს მიერ დაკავების ფაქტსა და ბოლო თვეებში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით

 „საქართველოს პოლიციამ დააკავა საშიშ დანაშაულში ეჭვმიტანილთა ჯგუფი, რომელსაც რამდენიმე ძალიან საშიში აქტის განხორციელებაში ედება ბრალი, კერძოდ, აფეთქებებში საქართველოს რკინიგზაზე, აშშ-ს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიასა და ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ოფისის წინ, რომელსაც ადამიანი ემსხვერპლა. ჩვენი სამართალდამცავების ხელთ არსებული ყველა მასალა, მიუთითებს იმას, რომ ეს პირები ოკუპირებული ტერიტორიიდან მოქმედებდნენ. დაკავების შედეგად, ასევე ამოღებული მასალების, წინასწარი ვერსიებისა და ვარაუდების  საფუძველზე, რაც, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ სასამართლო წესით უნდა განმტკიცდეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული ტერორისტული აქტების თავიდან აცილება მოვახერხეთ. ეს ტერაქტები წინასწარ იყო მომზადებული და მათ განსახორციელებლად დაკავებულებს მიღებული ქონდათ როგორც ინსტრუქციები, ისე ასაფეთქებელი მასალები. ოპერატიული რეაგირებისათვის, მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, ჩვენს პოლიციელებს და მოვუწოდებ მათ, რომ კიდევ უფრო გააძლიერონ მუშაობა".




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)