Google+

რელიზები

23.11.2010
იეჟი ბუზეკი: "საქართველოს შეუძლია გახდეს ბრწყინვალე მოდელი იმისა, თუ როგორ წაიწიეთ წინ დემოკრატიული სისტემისკენ"

"ჩვენ გვინდა სტაბილური საქართველო, რომლიც ეფექტურად ვითარდება. ჩვენ გვსურს სტაბილურობა მთელ სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს შეუძლია გახდეს ბრწყინვალე მოდელი იმისა, თუ როგორ წაიწიეთ წინ დემოკრატიული სისტემისკენ, თავისუფალი ბაზრისკენ და როგორ იცავთ და სცემთ პატივს ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას", - ამ განცხადებით წარადგინა საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა იეჟი ბუზეკმა ევროპარლამენტარების წინაშე.  მიხეილ სააკაშვილის 25 წუთუთიან გამოსვლამდე იეჟი ბუზეკმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებსა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ ცვლილებებზე. მისი თქმით, ევროკავშირი და ევროპული პარლამენტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დემოკრატიზაციის პროცესს, რომელიც მოიცავს საკონსტიტუციო, საარჩევნო კანონის, სასამართლო სისტემის რეფორმებს და ადამიანის უფლებების უზენაესობას. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, ამ მხრივ, ეფექტური თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

მისი გამოსვლისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას. იეჟი ბუზეკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  მაისში ევროპარლამენტმა საგანგებო რეზოლუციაც კი მიიღო, რომლითაც ევროპარლამენტარები რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარის გაყვანისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებდნენ.

მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეუთოს სამიტის წინ ძალზე მნიშვნელოვანი იყო ის გზავნილები, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტისგან მოისმინეს. იეჟი ბუზეკის განცხადებით, ეს გზავნილები მნიშვნელოვანი იყო არა მარო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.    

სტრასბურგში ვიზიტისას, საქართველოს პრეზიდენტსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც იეჟი ბუზეკმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)