რელიზები
20.11.2010
საქართველოს პრეზიდენტი ლისაბონის ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს
საქართველოს პრეზიდენტი ლისაბონის ნატო-ს სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა. მიხეილ სააკაშვილი რუმინელ და პოლონელ კოლეგებს ტრაიან ბასესკუსა და ბრონისლავ კომაროვსკის შეხვდა. საუბრისას, ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ბრონისლავ კომაროვსკიმ თავის მხრივ აღნიშნა, რომ პოლონეთი კვლავ შეინარჩუნებს იმ ტრადიციულ ურთიერთობებს, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ორ ქვეყანას შორის.
ამას გარდა, საქართველოს პრეზიდენტი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს დევიდ კამერონსა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრს მარკ რუტეს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. შეხვედრისას, ლიდერებმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და აღნიშნეს, რომ მიესალმებიან ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს სწრაფვას.