რელიზები
17.11.2010
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით წარსდგება
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის საგანგებო მიიწვევით, 23 ნოემბერს ევროპის უმაღლესი ტრიბუნიდან ევროპარლამენტსა და ევროგაერთიანებას მიმართავს. ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს იეჟი ბუზეკს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ კი, საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად ოფიციალური სადილი გაიმართება.
ეს ერთ-ერთი ძალზე იშვიათი გამონაკლისია, როდესაც არაწევრი სახელმწიფოს მეთაურს შესაძლებლობა ეძლევა ევროპარლამენტარების წინაშე წარსდგეს და სიტყვით მიმართოს მათ. მიხეილ სააკაშვილს მსგავსი შესაძლებლობა უკვე მეორედ მიეცა.