რელიზები
15.10.2010
საქართველოს პრეზიდენტმა ჩილეს რესპუბლიკის პრეზიდენტს მაღაროელების ამოყვანის ოპერაციის წარმატებით დასრულება მიულოცა
თქვენო აღმატებულებავ, მაქვს პატივი, საქართველოს მთავრობის, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით მოგილოცოთ 69-დღიანი მოლოდინის შემდეგ 33 მაღაროელის მიწისქვეშიდან ამოყვანის წარმატებული ოპერაცია.
მინდა აღვნიშვნო თქვენი უმნიშვნელოვანესი როლი ამ ისტორიული ოპერაციის განხორციელებაში, რომლის საშუალებითაც მაღაროელებს სიცოცხლე დაუბრუნდათ. ეს მიღწევა სიამაყითა და სიხარულით ავსებს სრულიად ჩილეს მოსახლეობას. ამ გამოწვევის წინაშე ჩილელი ერის ერთსულოვნება მთელი მსოფლიოსათვის სამაგალითოა.
ქართველი ხალხი პირველივე დღიდან თვალყურს ადევნებდა მაღაროელების გადარჩენასთან დაკავშირებულ პროცესებს და ამ ისტორიულ დღეს ერთსულოვნად ვიზიარებთ მაღაროელების, მათი ოჯახებისა და ჩილელი ხალხის სიხარულს.
პატივისცემით,
მიხეილ სააკაშვილი
მისი აღმატებულება ბატონი მიგელ ხუან სებასტიან პინიერა ეჩენიკე
ჩილეს რესპუბლიკის პრეზიდენტი
სანტიაგო