რელიზები
12.10.2010
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა
თბილისი, 12 ოქტომბერი, 2010 წელი
თქვენო აღმატებულებავ,
ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონში ამ დილით მომხდარი ავტოკატასტროფით გამოწვეული მრავალრიცხოვანი მსხვერპლის შესახებ.
ქართველი ხალხი იზიარებს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების ტკივილს.
მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი და გთხოვთ, თქვენო აღმატებულებავ, გადასცეთ ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.
ღრმა მწუხარებით,
მიხეილ სააკაშვილი
მის აღმატებულებას, უკრაინის პრეზიდენტს,
ვიკტორ იანუკოვიჩს