Google+

რელიზები

27.08.2010
საქართველოს პრეზიდენტმა მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

თბილისი, 2010 წლის 27 აგვისტო

 

            თქვენო აღმატებულებავ,

 

            პირველყოვლისა, ჩემთვის დიდი პატივი გახლდათ საქართველოში თქვენი ბოლოდროინდელი ვიზიტის დროს თქვენთან ერთად ჩვენს მეგობრულ სახელმწიფოებს შორის ორმხრივი ურთიეთობების მნიშვნელოვანი საკითხებისა და მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა.

            ამასთანავე, ნება მიბოძეთ, გულითადად მოგილოცოთ მოლდოვას რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე და პირადად თქვენ და მოლდოველ ხალხს გისურვოთ წინსვლა და წარმატებები.

            ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ გულწრფელ მეგობრობას, ლოიალურობასა და თანამშრომლობას. ამასთან, მტკიცედ გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება, როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონალურ ფორმატებში.

            თქვენო აღმატებულებავ, ვსარგებლობ შემთხვევით, რათა დაგიდასტუროთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა და კიდევ ერთხელ გისურვოთ მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა პირადად თქვენ და მეგობარ მოლდოველ ხალხს.

 

            პატივისცემით,

 

მიხეილ სააკაშვილი




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)