Google+

რელიზები

27.08.2010
საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის განცხადება ა.წ 26 აგვისტოს რუსული რადიოსადგურის "ეხო მოსკვის" ვებ-გვერდზე დაშვებული უზუსტობის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სმსახური გაცნობებთ, რომ რუსული რადიოსადგურის "ეხო მოსკვის" ვებ-გვერგდზე  ა.წ 26 აგვისტოს გამოქვეყნებულ საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუში დაშვებული იყო სერიოზული უზუსტობა. კერძოდ, გამოქვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვები მოხსენიებულია შემდეგნაირად:

"უნდა გვესმოდეს, რომ რუსები -ისტორიულად იმპერიალისტები არიან, მთელი რუსი ხალხი. მაგრამ რუსეთის სახელმწიფო, რომელიც თვლიდა თავს იმპერიად, ყოველთვის იყო კარგი დამპყრობელი, მაგრამ ცუდი შემნარჩუნებელი"

მოგვყავს საქართველოს პრეზიდენტის ზუსტი ციტატა:

"უნდა გვესმოდეს, რომ რუსები -ისტორიულად იმპერიალისტები არიან, მე მყავს მხედველობაში არა მთელი რუსი ხალხი, არამედ რუსეთის სახელმწიფო, რომელიც თვლიდა თავს იმპერიად, ყოველთვის იყო კარგი დამპყრობელი, მაგრამ ცუდი შემნარჩუნებელი"

პრეზიდენტის პრეს-სამსახურს რადიო "ეხო მოსკვის" წარმომადგენელმა განუმარტა, რომ მასალის მომზადებისას დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა, რომელიც ამჟამად გასწორებულია.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)