Google+

რელიზები

25.06.2010
საქართველოს პრეზიდენტი თავისუფლების ფორუმს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპის ახალგაზრდა დემოკრატთა შეხვედრას დაესწრო. ქვეყნის პირველი პირი კონფერენციის მონაწილეებს რუსული ოკუპაციის შესახებ და საქართველოს მიღწევების თაობაზე, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის მხრივ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დელეგატები დაინტერესდნენ, თუ როგორ აფასებს საქართველოს პრეზიდენტი მედვედევისა და ობამას შეხვედრას. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამ შეხვედრის მნიშვნელობა საქართველოსთვის ცალსახაა, რადგან ამ აუდიენციის დროს ბარაკ ობამამ პირველად მოიხსენია საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულად, რუსეთის ჯარი კი ოკუპანტად.

საერთაშორისო ახალგაზრდა დემოკრატთა გაერთიანება კონფერენციას ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყნებში მართავს, წელს კი, ფორუმის გასამართად, მათ საქართველო აირჩიეს.   




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)