Google+

რელიზები

27.05.2010
ანაკლია-განმუხურს ახალი ხიდი აკავშირებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს განმუხურსა და ანაკლიას ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა მდინარე ენგურზე ახლადაშენებული ხიდი გახსნა, რომელიც ანაკლიასა და განმუხურს ერთმანეთთან აკავშირებს. ხიდი 360 მეტრია და  4 თვის განმავლობაში შენდებოდა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. მასზე პირველმა საქართველოს  პრეზიდენტმა ადგილობრივ გელა ჭანტურიასთან ერთად გაიარა, რომელსაც ხიდის აშენებას 5 წლის წინათ დაპირდა.

"ხუთი წლის წინათ ვიყავი გელასთან, გაგვიფუჭდა კატერი და გელა დაგვხვდა. მაშინ ვთქვით, რომ აქ ყველაზე კარგი ადგილი გამოვიდოდა. მაშინ მეც პირველად ვიყავი ანაკლიაში და დარწმუნებული ვარ საქართველოს მცხოვრებთა 99 პროცენტმა არ იცის ეს რა ადგილია. 1-2 წელიწადში თქვენ ნახავთ, რომ ყველას ანაკლია ეკერება პირზე - ასეთი პლიაჟის, ასეთი ბუნებისა და გარემოს მსგავსი არსად არაფერი არ არის. არადა განმუხურში ხალხს გარეთ ცხვირის გამოყოფის ეშინოდა. ამას წინათ, აქ გვყავდა ინვესტორები და გვითხრეს: წალკოტში ცხოვრობთო. მაშინ შემთხვევით რომ არ შეგხვედროდით ვერც გავიგებდით აქ რა პოტენციალი იყო", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა მასთან საუბრისას.  

მანამდე საქართველოს პრეზიდენტი ანაკლიაში იმყოფებოდა, სადაც პატრიოტთა ბანაკი გახსნა. ბანაკი ცნობილი ფირმა ლეგოს სტილშია აგებული და 300 ბავშვზეა გათვლილი.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. ახალი ბანაკი წელსვე დაიწყებს სტუმრების მიღებას და ქართველ სტუდენტებთან ერთად, ბელორუს და პოლონელ ახალგაზრდებსაც უმასპინძლებს. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდებთან ერთად ფრენბურთიც ითამაშა.

"5 ივნისიდან ეს ბანაკი ხდება საერთაშორისო. წელს ჩამოგვყავს რამდენიმე ასეული ბელარული და პოლონელი მოზარდი.  ჩემს ბავშვობაში საერთაშორისო ბანაკები მხოლოდ უცხოეთში იყო. ახლა საქართველოშიც არის. ეს ყველაფერი კიდევ უფრო უნდა დავხვეწოთ. თებერვლის დამლევს დავიწყეთ ამ ბანაკის მშენებლობა და სამ თვეში საოცრება მოვახდინეთ. აქ იმდენი მშენებლობა დაიწყება, რომ უახლოესი ათი წელი აქ ისევ მშენებლობები იქნება. ასე რომ, სამუშაო მუდმივად გექნებათ. ამ მიდამოებში ბევრი პალმა უნდა დავრგათ, რომ კიდევ უფრო გალამაზდეს აქაურობა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)