Google+

რელიზები

21.05.2010
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კახეთში ზეთისხილის ხე დარგო

სოფელ მაშნაარს დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესტუმრა, სადაც ზეთისხილის კულტურის განვითარებას ეყრება საფუძველი. მიხეილ სააკაშვილმა  ზეთისხილის ხე საკუთარი ხელით დარგო და კერძო მეწარმეებსა და სოფლის მოსახლეობას გაესაუბრა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სამი წლის განმავლობაში ზეთისხილის გადამამუშავებელი რამდენიმე ქარხანა აშენდება.

"წარმოიდგინეთ მარწყვი რა ძნელი მოსაყვანია, თანაც ყოველ წელს ბუნებრივ მოვლენებზე ვართ დამოკიდებული. მიხარია, რომ ახალი კულტურა შემოდის . ამან საქართველოს სოფლის მეურნეობაში ახალი სეგმენტი უნდა გააჩინოს. სასწაულები არ ხდება, მაგრამ ეს რეალურად სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი იშვიათი კულტურაა, რომელიც მუდმივი შემოსავლით უზრუნველყოფს ამ ადგილს. ზეთისხილის ხე არ არის ისეთი რთული მოსავლელი, როგორც ვაზი და მარწყვი, ირგვება ისეთ ფერდობებზე, სადაც სხვა არაფერი არ ხარობს და ყოველთვის სტაბილური ფასი აქვს მსოფლიო ბაზარზე. რაც მთავარია, როგორც კი პირველი მოსავალი წამოვა, დასაქმებულთა რიცხვი გაიზრდება. საბოლოოდ კი, 300-400 ადამიანი დასაქმდება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

წელს ზეთის ხილი ხეები ას ჰექტარამდე მიწის ფართობზე დაირგვება, ხოლო სამ წელიწადში პირველ ქართულ პროდუქციასაც გამოუშვებენ. აღნიშნულ სამუშაოებზე უკვე 70 ადამიანია დასაქმებული.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)