Google+

რელიზები

14.05.2010
საქართველოს პრეზიდენტმა თანამედროვე სტანდარტებით კეთილმოწყობილი პირველი სასადილო თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში გახსნა

საჯარო სკოლების სასადილოების თანამედროვე სტანდარტებით კეთილმოწყობა დაიწყო. ახლადგახსნილი სასადილო თანამდროვე სტანდარტების შესაბამისია, მოსწავლეთა კვება ჯანსაღი საკვებით იქნება უზრუნველყოფილი. პირველი სასადილო თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში  კომპანია "გოგლი მოგლმა"  კეთილმოაწყო და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა. პირველად საქართველოში ანგარიშსწორება ელექტრონული ბარათებით მოხდება, მისთვის მისაღებ გარკვეულ თანხას მშობელი ბავშვის ბარათზე დარიცხავს, რომელსაც მხოლოდ   სასკოლო სასადილოში გამოიყენებს.  ასეთი პრაქტიკა ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, ფულთან დაკავშირებული უსიამოვნებები აარიდოს და სკოლებში ნაღდი ფულის ბრუნვა აიკრძალოს. ბარათების შემოღება უსაფრთხო სკოლის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომლის მიზანი, უსაფრთხო  და ჯანსაღი სკოლის კონცეფციის დანერგვა და განვითარებაა.

პირველი სასადილო თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში საქართველოს პრეზიდენტმა  განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად გახსნა.

მიხეილ სააკაშვილმა ახალ სასადილოში სოსისი, ლობიანი, "პეპსი" და "კროასანი" შეიძინა, რაშიც 2 ლარამდე გადაიხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის ამერიკაში ყველაზე საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლობდა, თუმცა მსგავსი რამ არსად უნახავს.
მისი თქმით, ეს არის საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი მოქმედების შედეგი. როცა ხალხი არჩევანს გააკეთებს, ამისი გათვალისწინებაც საჭიროა.
"ეს არის ჩვენი უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი. 30 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. ქალაქის მერია, განათლების სამინისტრო და პრეზიდენტი რომ ერთმანეთს ჭამდნენ და გადაკიდებული იყვნენ, ღმერთმა დაგვიფაროს, ეს არ გაკეთდებოდა. ეს არის  მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგი. ამიტომ, როცა ხალხი გააკეთებს არჩევანს 30 მაისს, ისინი ნახავენ თავიანთი არჩევანის შედეგებს სკოლაში, სამსახურში და ყველგან. პოლიტიკა ამ ყველაფერთან კავშირშია და ჩვენ პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს არჩევანს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

55-ე საჯარო სკოლის სასადილო კომპანია "გოგლი მოგლმა"  კეთილმოაწყო და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა. პირველად საქართველოში ანგარიშსწორება ელექტრონული ბარათებით მოხდება, რომელიც მოსწავლეებს "ტაოპრივატბანკმა'' უსასყიდლოდ დაუმზადა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)