Google+

რელიზები

28.04.2010
მიხეილ სააკაშვილმა ლოს-ანჯელესში მილკენის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ლოს-ანჯელესში, მილკენის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა რუსეთ-საქართველოს ომზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, დემოკრატიულ რეფორმებზე, ქვეყნის ეკონომიკასა და 30 მაისის არჩევნებზე ისაუბრა.

"საქართველომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. 6-7 წლის წინ, ეს იყო ქვეყანა, რომელიც მთლიანად კორუფციაში იყო ჩაფლული. ხელისუფლება თავის ძირითად უფლებებს არ ასრულებდა.

ჩვენ ურთულესი ამოცანის წინაშე დავდექით. უნდა გაგვეტარებინა წარმატებული რეფორმები და სწორად გვემოქმედა.

დღეს აქ იმისთვის ვარ, რომ თავისუფლების აქტი წარმოგიდგინოთ, რომელიც კონსტიტუციის ძირითადი საფუძველია.

ის ეყრდნობა თავისუფლების, დაბალი გადასახადების, სახელმწიფო ჩაურევლობისა და ერთიანი შესაძლებლობების პრინციპებს.

ჩვენ შევძელით ეკონომიკის ზრდა უცხოური კაპიტალისა და ინვესტიციების მოზიდვით, საზოგადოებრივი სექტორის უზარმაზარი რეფორმა მოვახდინეთ.

მსურს წარმოგიდგინოთ ეკონომიკური განვითარების მსოფლიო მაჩვენებელი, სადაც საქართველო მეთერთმეტე ადგილზეა.

ეკონომიკური განვითარებით ჩვენ წინ ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს,როგორიც არის ფინეთი,ისლანდია, გერმანია,რუსეთი.

თავისუფალი საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით საერთაშორისო ორგანიზაციებისაქართველოს წამყვან ქვეყნად ასახელებენ.

ჩვენ კორუფციასთან მებრძოლ ნომერ პირველ ქვეყნად დაგვასახელეს.ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა. ამ საკითხში 39 საფეხურით მაღლა ავიწიეთ, როცა რუსეთმა 38 საფეხურით დაბლა დაიწია.

მე უნივერსალური კონსესუსით ამირჩიეს. ამას საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან საპროტესტო აქციებიც მოჰყვა. ამის შემდეგ ვადამდელი არჩევნები ჩავატარეთ და კვლავ ხმების უმრავლესობა მოვიპოვეთ.

ახლა ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩავატაროთ. პრობლემები არ გვაქვს,რადგან წინა არჩევნებთან შედარებით გაცილებით მომზადებულები ვართ. საარჩევნო კულტურა საქართველოში ძალიან ამაღლდა.

ჩვენ ეკონომიკურად ვვითარდებით. ეს რუსეთის ოკუპაციის ფონზე ხდება, მაშინ, როცა ქვეყნის 20%-ი კვლავ ოკუპირებულია. ის, რაც რუსეთმა საქართველოში გააკეთა, ტრაგედიაა.

ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდას. საქართველოს წინსვლასა და განვითარებას ვერენაირი აგრესია ვერ შეაჩერებს. ჩვენ ეს მაშინაც დავამტკიცეთ,როცა რუსეთმა ჯერ ენერგეტიკული, შემდეგ კი, ეკონომიკური ემბარგოთი ქვეყნის ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა, თუმცა სწორი ეკონომიკური პოლიტიკით ახალი ბაზრების ათვისება შევძელით.

დღეს მეზობელ ქვეყნებში ელექტროენერგიის ექსპორტს ვაწარმოებთ. ომი მიზნად ისახავდა ჩვენი ცხოვრების შეცვლას,მაგრამ ეს ასე არ გამოვიდა.

ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა სწორი რეფორმებისა და დემოკრატიის განვითარების გარეშე.

ჩვენთვის მისაბაძ მოდელს ესტონეთი წარმოადგენს, რომელმაც ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან დემოკრატიული განვითარების თვალსაზისით ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.დარწმუნებული ვარ, რომ ამის გაკეთებას ჩვენც შევძლებთ."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)