რელიზები
09.04.2010
საქართველოს პრეზიდენტმა გმირთა მოედანზე ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტმა გმირთა მოედანზე ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა დაათვალიერა და ვარაზისხევში მიმდინარე კოლექტორის მშენებლობას გაეცნო.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამ ტერიტორიაზე მოეწყობა პარკი, რომელიც რვაჯერ დიდი იქნება "მზიურსა" და "ვაკის პარკზე".
"თბილისში გაკეთდება პარკი, რომელიც ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის მსგავსი იქნება. თავის დროზე "მზიური" კარგი ანალოგი იყო, მაგრამ კომუნისტებმა გააფუჭეს და ვერ განხორციელდა", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მოიწონა დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას იდეა ვარაზისხევის ტერიტორიაზე პარკის მშენებლობის შესახებ.
"თბილისი ეს ნაწილი გახდება ძალიან გამწვანებული. ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის პროექტი დაახლოებით მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში დასრულდება. ქალაქის გამწვანებასთან ერთად, ხელს შეუწყობს დედაქალაქის ვაკისა და საბურთალოს რაიონებში სატრანსპორტო მიმოსვლების განტვირთვას",-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური