Google+

რელიზები

14.04.2010
საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოვიდა. გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართული მხარე აქტიურად მონაწილეობს გლობალური საფრთხის შემცირებაში. მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან აქტიური თანამშრომლობით მოსალოდნელი ინციდენტების თავიდან აცილება მოხერხდა, თუმცა საქართველოში მაინც რჩება რამდენიმე სახიფათო ადგილი, კერძოდ, ოკუპირებულ რეგიონები, სადაც ვერ ხორციელდება საერთაშორისო მონიტორინგი.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მხოლოდ კოლექტიური პასუხისმგებლობით მოხერხდება ამ გლობალური საფთხისგან მომავალი თაობის დაცვა.

ვაშინგტონში მიმდინარე ბირთვული უსაფრთხოების სამიტის პარალელურად, გაიმართა მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრა.

განცხადების თანახმად, ბარაკ ობამა მოხარულია, რომ საშუალება მიეცა სამიტის ფარგლებში გასაუბრებოდა საქართველოს პრეზიდენტს. ბარაკ ობამამ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიესალმება მიხეილ სააკაშვილის მისწრაფებას დემოკრატიული რეფორმებისადმი.

ამასთან ობამამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს იმ მნიშვნელოვანი წვლილისათვის, რომელიც ქვეყანას ავღანეთის ოპერაციაში შექვს. ორი ქვეყნის ლიდერებმა ბირთვული მასალების გუვრცელებლობის საკითხში ერთობლივი თანამშრომლობის საკითხზეც იმსჯელეს.

სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი პირისპირ ესაუბრა სენატორებს ჰარი რიდს და მიჩ მაკკონელსაც. შეხვედრაზე საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)