Google+

რელიზები

14.04.2005
პრეზიდენტის პრესსპიკერმა გელა ჩარკვიანმა საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს წევრების კანდიდატურები წარადგინა

საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს წევრობზე ცხრა პრეტენდენტი პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი 18 კანდიდატიდან შეირჩევა. საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ დასახელებული კანდიდატების ვინაობა საჯაროდ სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტის პრესსპიკერმა გელა ჩარკვიანმა წარმოადგინა. ნინო ანანიაშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი, ანა დოლიძე, ლევან თარხნიშვილი, ფრიდონ თოდუა, ხათუნა კვესელავა, თამარ კინწურაშვილი, მაია მიქაშავიძე, გია ნოდია, ლინა პანტელეევა, ალექსანდრე რონდელი, მანანა სანაძე, გოგი ქავთარაძე, ნიკოლოზ ყაველაშვილი,თამარ შამილი,გიორგი ჭირაქაძე,მამუკა ხერხეულიძე, გიორგი ხუბუა პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და პროფესიონალიზმის მიხედვით იქნენ შერჩეული.აღნიშნული სიიდან 9 კანდიდატს პარლამენტი დაამტკიცებს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)