Google+

რელიზები

17.04.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბარათაშვილის ხიდზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პრეზენტაციას დაესწრო

"საქართველოში გზების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება", - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ჰოლანდიურმა კომპანიამ "კავკასუს როუდ პროჯექტმა" ასფალტის ძველი საფარის აყრა დაიწყო. აღნიშნული კომპანია გზის რეაბილიტაციას ბარათაშვილის ხიდიდან აეროპორტის გზატკეცილამდე გეგმავს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ჰოლანდიური მანქანები მანამდე არ შეწყვეტენ მუშაობას, სანამ ქვეყანაში ეს პრობლემა იარსებებს. "გზები ეკონომიკის ღერძს წარმოადგენს. ამიტომ, მიმდინარე და მომავალ წელს გზების სარეაბილიტაციოდ ნახევარ მილიარდ დოლარს დავხარჯავთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისი თქმით, გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში ქვეყანას ამის საშუალებას ექნება.

ასევე, მიხეილ სააკაშვილი დედაქალაქის იერსახის გალამაზების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში თბილისი ევროპულ ქალაქს დაემსგავსება. პრეზიდენტის განცხადებით, ლამაზ ქალაქში მეტი ტურისტი ჩამოვა, რაც შემოსავლის დამატებით წყაროს შექმნის. ეს კი, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)