რელიზები
21.04.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დამოუკიდებელი არბიტრაჟის გაუქმებასა და ამ ფაქტის გამო ბიზნესმენთა უკმაყოფილებაზე განცხადება გააკეთა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დამოუკიდებელი არბიტრაჟის გაუქმებასა და ამ ფაქტის გამო ბიზნესმენთა უკმაყოფილებაზე განცხადება გააკეთა. მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ არბიტრაჟის ინსტიტუტი შესაცვლელია და ის მხოლოდ ბიზნესმენებისათვის არის მისაღები. პრეზიდენტის თქმით, არბიტრაჟი ზოგიერთს ესმის ისე, რომ გადასახადი არ უნდა გადაიხადოს, არგადახდილი გადასახადი კი, ნიშანვს იმას,რომ არ იარსებებს თეატრი, არ დაიგება გზები, ვერ გადავიხდით ხელფასებს და პენსიებს."უნდა შეიქმნას სწორი სისტემა, სადაც სამართალი იქნება დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში, არც სახელმწიფო არ იქნება უპირატეს მდომარეობაში და არც ბიზნესმენი, საზოგადოება იქნება მოგებული"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური