Google+

რელიზები

29.04.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა

მიხეილ სააკაშვილი ნინოწმინდის რაიონს ესტუმრა და სოფელ განძაში სომხური სკოლის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა. პრეზიდენტი ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდა და მათ იქ არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრა. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას გზებთან და რუსეთის ვიზებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას დაპირდა. მისი განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმი, მართალია ჯერჯერობით ცალმხრივად, მაგრამ მაინც გამარტივდა. პრეზიდენტის თქმით, ჩვენი ქვეყანა მზადაა, რომ ეს დაბრკოლება მოიხსნას და მეზობელ ქვეყანასთან მიმოსვლა უვიზოდ გახდეს შესაძლებელი. მიხეილ სააკაშვილმა აქვე დასძინა, რომ ეს რუსეთთან მოლაპარაკების ერთ-ერთი საკითხი უნდა გახდეს და შედეგიც სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული. მან ისიც აღნიშნა, რომ მოლაპარაკების პროცესში პროგრესი აშკარად შეინიშნება.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთში ორფალოს საწვრთნელ პოლიგონს ეწვია და ქვეყნის შეიარაღებული ძალების საარტილერიო წვრთნების "ცეცხლოვანი მუშტი - 2005"-ის დახურვას დაესწრო.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)