Google+

რელიზები

16.05.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროსაბჭოს სამიტზე სიტყვით გამოვიდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროსაბჭოს სამიტზე სიტყვით გამოვიდა. მის გამოსვლაში უმთავრესი იყოს ის საკითხები, რომლებიც ტერორიზმთან, კორუფციასთან და საერთაშორისო დანაშაულთან არის დაკავშირებული. კერძოდ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერაშორისო თანამეგობრობა უნდა გაერთიანდეს, რათა ეს პრობლემები ერთობლივი ძალებით მოგვარდეს. "იარაღითა და ადამიანებით ვაჭრობა ყოფილ საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა", - მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი. მან პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიის განვითარებაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ საქართველო ამისათვის განსაკუთრებულად იბრძვის. მიხილ სააკაშვილი საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხს და ამ ქვეყანასთან ბოლო პერიოდში გართულებულ ურთიერთობასაც შეეხო. "საქართველო ევროინტეგრაციისკენ მიისწაფის, თუმცა ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამავე დროს, ცდილობს მეგობრული ურთიერთობა რუსეთთანაც შეინარჩუნოს. ჩვენი ქვეყანა აუცილებლად მოაგვარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებს. ეს რეგიონები, დღესდღეობით, ევროპაში შავ ხვრელებად რჩება" - განაცხადა საქართველოს ლიდერმა.

პრეზიდენტმა ყურადღება ბელორუსიაში მიმდინარე მოვლენებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება, რაც ბელორუს ხალხს იზოლაციაში აქცევს და ევროპულ ოჯახში ყოფნის საშუალებას უკარგავს. ამასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ ბელორუს ხალხს ღია და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაში დაეხმარონ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)