Google+

რელიზები

18.05.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში რუსეთის სამხედრო ბაზების თაობაზე მორიგი განცხადება გააკეთა: "მე ვიცი პუტინის პოზიცია - იგი თანახმაა სამხედრო ბაზებმა საქართველოს ტერიტორია დატოვონ, მაგრამ სანამ ხელმოწერილ დოკუმენტს არ ვნახავ, სიმართლეს ვერ ვირწმუნებ". პრეზიდენტის თქმით, ერთადერთი, რამაც შესაძლოა თბილისში 23 მაისს დაგეგმილ ქართულ-რუსულ მოლაპარაკებას ხელი შეუშალოს, ხმაურიანი განცხადებებია. მიხეილ სააკაშვილის აზრით, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა გარდაუვალი ისტორიული პროცესია.

პრეზიდენტმა "ევროპის უკანასკნელ დიქტატორად" წოდებულ ბელორუსიის პრეზიდენტზე ალექსანდრე ლუკაშენკოზეც ისაუბრა და ყურადღება ბელორუსიაში დემოკრატიისა და თავისუფლების შეზღუდვაზე გაამახვილა.

"დსთ-ს სივრცეში დაუწერელი წესი არსებობდა - ამ გაერთიანების წევრი ქვეყნები ერთმანეთზე არ საუბრობდნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ წესებს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენთვის მთავარი წესი დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვაა. ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა." პრეზიდენტის თქმით, საქართველო თავისი რწმენითა და მაგალითით თავად ქმნის და აყალიბებს პოლიტიკურ სივრცეს. "ეს არის ჩვენი დემოკრატიული, შინაგანი და სულიერი მისია... ამგვარად, პრაგმატული მოსაზრებების მიუხედავად, ჩვენ ვალდებული ვართ ბელორუსიაში შექმნილ ვითარებაზე ვისაუბროთ" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)