Google+

რელიზები

26.05.2005
საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

დღეს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიხეილ სააკაშვილს და მთელ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე გულითადად მიულოცა. საუბრისას, პრეზიდენტებმა საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზეც გაამახვილეს ყურადღება და კმაყოფილება გამოთქვეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მხარეებს შორის პოზიციები საგრძნობლად დაახლოვდა.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების უახლოეს პერიოდში გაყვანისთვის, შესაბამისი პირობებიც შეიქმნება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)