Google+

რელიზები

12.06.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქარვასლაში ნორჩი მეცნიერები და გამომგონებლები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქარვასლაში ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ნამუშევრები დაათვალიერა. კონკრუსში 108 ბავშვი მონაწილეობდა, სულ კი, 92 პროექტი იყო წარმოდგენილი. პრეზიდენტმა გამარჯვებულებს მედლები და სიგელები გადასცა. კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი - განათლების სამინისტრო, რვა გამარჯვებული ბავშვისთვის 1500 ლარიანი გრანტის გამოყოფას აპირებს. განათლების სამინისტროსთან ერთად, კონკურსის ორგანიზატორები თბილისის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტი და „ჩაღლარის" საგანმანათლებლო დაწესებულებაა. პრეზიდენტმა კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული საკუთარი სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)