Google+

რელიზები

15.06.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჭავჭავაძის გამზირზე გზის შეკეთების სამუშაოები გახსნა

დღეს ჭავჭავაძის გამზირზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო. ასფალტის საფარის დაგების გარდა, რომელსაც თურქული კომპანია აწარმოებს, ქალაქის მთავრობა სანიაღვრე სისტემების შეცვლას და ტროტუარების მოწესრიგებასაც გეგმავს.

სამუშაოების დაწყებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. მან აღნიშნა, რომ მალე თბილისი ევროპული ქალაქი გახდება. "სასწავლო წლის დასაწყისისთვის გზები ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ერთ-ერთ სანაპიროზე, ვაზისუბნის, ვარკეთილის, გლდანისა და სანზონის დასახლებებში შეკეთდება. გზების ასეთი მასშტაბური მშენებლობა, არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც კი არ ყოფილა. გზები და ენერგეტიკა მოდერნიზაციის მთავარი ელემენტია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მისი თქმით, მსგავსი სამუშაოები რამდენიმე რაიონში უკვე დაიწყო და მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)