Google+

რელიზები

17.06.2005
უკრაინის დედაქალაქში საქართველოს საელჩოს მშენებლობა დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს შეხვდა. შეხვედრისას გადაწყდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს 15 ივლისს ეწვევა. პრეზიდენტებმა კიევში ის ადგილი დაათვალიერეს, სადაც 2007 წელს საქართველოს ახალი საელჩოს მშენებლობა დასრულდება. იუშჩენკომ და სააკაშვილმა შენობის მაკეტები დაათვალიერეს, რის შემდეგაც საძირკველში დავით აღმაშენებლის საფლავიდან წაღებულ ნაკურთხ მიწასთან ერთად, უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები მოათავსეს. პირველი სარემონტო სამუშაოები სიმბოლურად ვიქტორ იუშჩენკომ შეასრულა.

„ეს ისტორიული მომენტია, უკრაინაში ჩემი ცხოვრების პერიოდში ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ კიევის ამ ისტორიულ უბანში დამოუკიდებელი საქართველოს საელჩოს მშენებლობა დაიწყებოდა და მასში მონაწილეობას მეც მივიღებდი -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ამის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)