რელიზები
29.06.2005
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მეორე შვილს ელოდება
ამის შესახებ, დღეს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა გელა ჩარკვიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილსა და სანდრა რულოვსს დიდი ხანია მეორე ბავშვი უნდოდათ და მათ ეს სურვილი ახალი წლისთვის აუსრულდებათ. გელა ჩარკვიანმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი კუთვნილ შვებულებას მეუღლესთან ერთად საქართველოს რომელიმე კურორტზე, ან ჰოლანდიაში გაატარებს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური