Google+

რელიზები

01.07.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა გუშინ საღამოს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და განაცხადა: "იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, ბანდიტ ჯღანას გადასარჩენად ატეხილი ჩხუბი, ერთ-ერთი ყველაზე კომიკური და სამარცხვინო ფაქტია მათ შორის, რაც პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში როდესმე მინახავს". მიხეილ სააკაშვილის თქმით, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლა ბევრად უფრო დიდი მასშტაბებით გაგრძელდება.

"საქართველოში ხელშეუხებელთა კასტა არ იარსებებს და ამას ჩემს ხალხს ვპირდები", - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, კერძოდ, მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და თბილისის პოლიციის უფროსის მერაბ ბაღათურიას მუშაობით კმაყოფილია.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)