რელიზები
15.08.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ახალი კინოთეატრი გასხნა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმს ეწვია, სადაც ახალი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კინოთეატრის გახსნას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა იქ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და იმ სამუშაოებზე ილაპარაკა, რომლებიც ბათუმში და, ზოგადად, აჭარაში ამ მოკლე დროის განმავლობაში შესრულდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახალი კინოთეატრები მალე აჭარის ყველა რაიონულ ცენტრშიც გაიხსნება. ამას გარდა მან განაცხადა, რომ 10 სექტემბერს ბათუმის ბულვარში საფრანგეთიდან საგანგებოდ ჩამოტანილ შადრევანს დადგამენ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი იქნება.
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მოსახლეობას ურჩია, რომ დასვენების დღეები აჭარაში გაატარონ, რათა საკურორტო სეზონი გაგრძელდეს და ტურისტული ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო განვითარდეს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური