Google+

რელიზები

24.09.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შემფასებელი კომისიის წევრები დააჯილდოვა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდების შემფასებელი კომისიის წევრებს შეხვდა. განათლების მინისტრმა ისინი ღირსების მედლებზე წარადგინა, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა მიიჩნია, რომ თითოეული მათგანი ბევრად მეტს იმსახურებს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ისინი ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

"მსურს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე აღვნიშნო, რომ ის, რაც თქვენ გააკეთეთ ნამდვილი სამოქალაქო გმირობაა. თქვენ რადიკალურად შეცვალეთ ჩვენი წარმოდგენა მისაღებ გამოცდებზე - ბოლო წლების განმავლობაში ამ მხრივ ნამდვილი ვაკხანალია იყო. წელს ჩვენ ამას წერტილი დავუსვით, რისთვისაც თითოეულ თქვენგანს მადლობას ვუხდი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

საქართველოს პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ აღნიშნულ ჯგუფს სხვა ქვეყნებშიც მოუწევს გამგზავრება, რათა გამოცდების ტექნოლოგიების გამოცდილება სხვებსაც გაუზიარონ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)