რელიზები
25.09.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველკურსელებს შეხვდა
დღეს სპორტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველკურსელებს შეხვდა. პირველ ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებულებს მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში წელს პირველად მოვიდა სტუდენტების თაობა, რომელმაც სამართლიან და ობიექტურ პირველ გამოცდებში მიიღო მონაწილეობა და წარმატებას საკუთარი ცოდნის წყალობით მიაღწია. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის, რაც წელს განათლების სისტემაში მოხდა, ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მონაპოვარია.
სიტყვით რამდენიმე წარმატებული სტუდენტიც გამოვიდა, რომლებმაც გამოცდების ეს მეთოდი გაამართლეს და აღნიშნეს, რომ წელს თითოეულ აბიტურიენტს საკუთარი ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება მიეცა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური