Google+

რელიზები

28.09.2005
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ფინეთის პრეზიდენტი ეწვია

დღეს საქართველოს ვიზიტით ფინეთის პრეზიდენტი ტარია ჰალონენი ეწვია. დახვედრის ოფიციალური ცერემონია საკანონმდებლო ორგანოს ეზოში გაიმართა, რის შემდეგაც საქართველოსა და ფინეთის პრეზიდენტები პირისპირ ერთი საათის განმავლობაში საუბრობდნენ. ოფიციალური მოლაპარაკების შემდეგ, პარლამენტის შენობაში მიხეილ სააკაშვილმა ფინელ კოლეგასთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტებთან საუბრისას ორივე პრეზიდენტმა საქართველო-ფინეთის ურთიერთობაში პრიორიტეტად ბიზნესმენებს შორის თანამშრომლობა დაასახელა. გარდა ამისა, მათ ევროკავშირთან დაახლოების პროცესის მნიშვნელობასა და საქართველოში არსებულ კონფლიქტურ ზონებზეც ისაუბრეს.

"საქართველო გახდა საინტერესო ქვეყანა. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს ფინეთის პრეზიდენტი. თორმეტ ოქტომბერს ჩვენ ნავთობსადენის ქართულ მონაკვეთს გავხსნით, რის გამოც საქართველოში მეზობელი ქვეყნის- თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ჩამოვლენ. უახლოეს დღეებში ყახახეთის და ლატვიის პრეზიდენტები ეწვევიან საქართველოს, ასევე ამერიკის კონგრესის თავმჯდომარე. მიმდინარეობს იტალიის პრემიერ-მინისტრთან შეთანხება. ფინეთი არის ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული და ეფექტური ეკონომიკის მქონე ქვეყანა ევროპაში. მე ვფიქრობ, ასეთ ქვეყანასთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ სფეროში არის სახარბიელო. ჩვენ ვმუშაობთ ინვესტიციების მოზიდვაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენც შევქმენით გამჭირვალეობის, არაკორუმპირებულობის და ეფექტური მართვის საუკეთესო მაგალითები. ჩვენ ასევე განვიხილეთ რეგიონალური თანამშრომლობა. ბორჯომის დეკლარაციის მოწერის შემდეგ, ვვარაუდობთ, რომ უკრაინაში გაიმართება შეხვედრა, სადაც იქნებიან უკრაინა-საქართველო და სხვა რეგიონალური სახელმწიფოები. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნები ერთიანდებიან ერთ ბლოკში ნატოს წევრ და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად კოალიციაში. ეს არ არის საერთაშორისო ორგანიზაცია, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას. მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინასთან ჩვენ ვახდენთ ჩვენი რეფორმების კოორდინირებას, ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეზე მსოფლიო ბანკმა საქართველო რეფორმების სფეროში აბსოლუტურ ლიდერად აღიარა. ეკონომიკის ლიბერალიზაციის ტემპით კი - მეორეზე. ეს მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ფინანსური ორგანიზაციის- მსოფლიო ბანკის დასკვნაა. ჩვენ ვუჭერთ მხარს ფორმატს, რომელიც საქართველომ და ლიტვამ ერთად წამოაყენა. "სამს პლუს სამი", სამი ბალტიისპირეთის ქვეყანას პლიუს სამი კავკასიის ქვეყანა - რაც ნიშნავს გამოცდილების გაზიარებას და ურთიერთდახმარებას. ასე რომ საქართველო ბევრი საინტერესო პროცესის ინიციატორია. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი სამშვიდობო გეგმა ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში. საქართველო მშვიდობიანი მოგვარების გზას ემხრობა. ჩვენ შევძლებთ კონკრეტულ საუბარს რუსეთის ფედერაციასთან. მე იმედი მაქვს, რომ ფინეთის პრეზიდენტის ვიზიტი ახალი ურთიერთობების დასაწყებად მნიშვნელოვანია- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)