Google+

რელიზები

23.10.2005
საქართველოს პრეზიდენტმა თბილისობის დღესასწაულზე ნუცუბიძის პლატოზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მოინახულა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნუცუბიძის პლატოზე იმყოფებოდა, სადაც მიკრორაიონებს შორის დამაკავშირებელი გზის სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობა შეამოწმა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აღნიშნული გზა, მართალია, დაგვიანებით, მაგრამ მაინც კეთდება. მისი თქმით, გზის შეკეთება დეკემბრისთვის დასრულდება. ამ რაიონის მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილი ავტობუსების რაოდენობის გაზრდასაც დაპირდა.

ნუცუბიძის ქუჩიდან საქართველოს პრეზიდენტმა თემქაზე გადაინაცვლა, სადაც ბეისბოლის მოედანი ოფიციალურად გახსნა. მან იქ შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი გაკეთდება - აშენდება სპორტული მოედნები, განათდება ქუჩები, რათა ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის შებინდებულზეც შესაძლებელი და უსაფრთხო იყოს გარეთ გამოსვლა. ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოების ყურადღება განახლებულ გზას, შეკეთებულ სკოლებსა და სხვა საკითხებს მიაპყრო.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)