რელიზები
24.10.2005
საქართველოს პრეზიდენტი მეტროპოლიტენის გენერალურ დირექტორსა და თბილისის მერს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი თბილისის მეტროპოლიტენის გენერალურ დირექტორს ზურაბ კიკალეიშვილსა და დედაქალაქის მერს გიგი უგულავას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, რომ თბილისის მეტროპოლიტენი ორ წელიწადში პრაღისას უნდა დაემსგავსოს და ევროსტანდარებს სრულად უნდა შეესაბამებოდეს.
პრეზიდენტმა მეტროპოლიტენის დირექტორს სამ თვეში მეტროს ერთ-ერთი სადგურის გარემონტება, ხოლო ერთ წელიწადში ყველა სადგურის შეკეთება დაავალა. ერთ თვის ვადაში კი, თბილისის მეტროპოლიტენში პირველი ახალი, მოდერნიზებული მატარებელიც უნდა გავიდეს. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მგზავრობის ფასი არ გაიზრდება.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური