Google+

რელიზები

04.11.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გია ხევიაშვილი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად წარადგინა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მანდატი გაფართოვდა, რის გამოც უწყების ხელმძღვანელად პოლიტიკური წრიდან გამოსული ადამიანი, გია ხევიაშვილი წარადგინა.

პრეზიდენტმა ყოფილ მინისტრს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა, ყურადღება გაამახვილა ეთერ ასტემიროვას პროფესიონალიზმზე და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილების მქონე ადამიანი ქართული სახელმწიფოს სამსახურში უნდა დარჩეს.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, დღეიდან ეს უწყება განსახლებისა და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეთა სამინისტრო იქნება და უცხოეთში გადახვეწილ თანამოქალაქეთა საქართველოში დაბრუნების საკითხებზეც იზრუნებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ახალ მინისტრს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან განდევნილი მოსახლეობის ქონების დეტალურ აღწერა დაავალა. მისი თქმით, დაკარგული ქონება კანონიერ მფლობელებს უნდა დაუბრუნდეს. თუმცა ამ დიდ და საპასუხისმგებლო საქმეში მიხეილ სააკაშვილმა მას დახმარება აღუთქვა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)