Google+

რელიზები

19.11.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სენაკში სამხედრო ბაზის გახსნას დაესწრო

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სენაკს ესტუმრა, სადაც ქვეითთა მეორე ბრიგადის სამხედრო ბაზა გახსნა. ბაზა 3 ათას სამხედრო მოსამსახურეზეა გათვლილი და ჯარისკაცების ცხოვრებისა და გაწვრთნისთვის ყველა პირობაა შექმნილი. მიხეილ სააკაშვილმა ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ისევე ვითარდება, როგორც სხვა დარგები. "პირველად ისტორიაში, სამეგრელოში ყველაზე თანამედროვე სამხედრო ბაზა გავხსენით. აქამდე სამხედრო ნაწილები, ძირითადად, განლაგებული იყო აღმოსავლეთ საქართველოში და საკმაოდ მცირე ნაწილი ქუთაისში. ეს არის პირველი სამხედრო ნაწილი, რომელიც აღჭურვისა და მომზადების თვალსაზრისით მთლიანად შეესაბამება ნატო-ს სტანდარტებს. ეს არის ბაზა, რომელშიც ჯარისკაცებისთვის ნატო-ს წევრ ქვეყნებში არსებული სამხედრო ბაზების მსგავსი საყოფაცხოვრებო პირობებია შექმნილი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ახლადგახსნილი სამხედრო ბაზა რეკორდულად მოკლე ვადაში აშენდა.

მიხეილ სააკაშვილი დღესვე ქვეითი ბრიგადის მიერ განხორციელებულ საწვრთნელ სპეცოპერაციას დაესწრო.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)