Google+

რელიზები

20.11.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდს ეწვია

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდს ეწვია, სადაც მან ქვეყნის ყველა რეგიონის გუბერნატორები შეკრიბა და მათგან გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინა. შეხვედრისას, ქვეყნის პრეზიდენტმა გუბერნატორებს შემდეგი წლის გეგმების გაცნობა და ხალხთან შეხვედრების შემდეგ სამომავლო პრიორიტეტების ჩამოყალიბება მოსთხოვა. "ჩვენ იმ საკითხებს უნდა გადავხედოთ, რომლის გადაწყვეტასაც უახლოეს მომავალში ვაპირებთ, რათა ხალხი კმაყოფილი იყოს და მათი მოლოდინი კიდევ უფრო მეტად გავამართლოთ", - განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა რწმუნებულებს.

ზუგდიდში საქართველოს პრეზიდენტმა საოლქო პროკურატურის ახალი შენობა გახსნა, სადაც ამ უწყების 100-მდე თანამშრომელი იმუშავებს.

ქალაქის ცენტრში მიხეილ სააკაშვილი ახალი შადრევნის გახსნის ღონისძიებასაც დაესწრო და იქ შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა ყურადღება იმ პრობლემებზე გაამახვილა, რომელთა დროულად გადასაჭრელად ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. "დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე მოვა ის დრო, როდესაც ყველანი საქართველოს გამთლიანებითვის დავირაზმებით - ჩვენ თბილისის გათავისუფლება სამეგრელოდან დავიწყეთ და საქართველოს გამთლიანებსასაც აქედან, სამეგრელოდან დავიწყებთ", - განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველოს მთავრობა, ქვეყნის იერსახის გალამაზებაზეც ზრუნავს და მის განვითარებაზეც: "ხშირად გვსაყვედურობენ იმას, რომ შადრევნებს ვხსნით, მაგრამ ჩვენ სკოლებსაც ვხსნით, გუშინ სენაკში ახალი, თანამედროვე სამხედრო ნაწილიც გავხსენით. მომავალ წელს ჩვენ სამეგრელოს უკლებლივ ყველა დიდი სკოლის გარემონტებას, გალამაზებასა და ხელახლა აღჭურვას ვიწყებთ. ჩვენ გზების შეკეთებას, ენერგეტიკის სისტემის გაუმჯობესებას ვაგრძელებთ"...

ზუგდიდის ცენტრში მიხეილ სააკაშვილმა, მზრუნველობა მოკლებულთათვის ახლადაშენებული უფასო სასადილოც გახსნა, რომლის ინიციატორი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იყო. პრეზიდენტი სასადილოს პირველ სტუმრებსაც გაესაუბრა. "თქვენ ძალზე დამსახურებული ხალხი ხართ. ჩვენი ქვეყნისთვის თქვენ ბევრი რამ გააკეთეთ და ჩვენი ქვეყანა იმას მაინც უნდა აკეთებდეს, რომ კვების ელემენტარული პრობლემა მოგეხსნათ", - განუცხადა მათ მიხეილ სააკაშვილმა.

ზუგდიდში საქართველოსპრეზიდენტმა კარდეოლოგიურიკლინიკაც მოინახულა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)