რელიზები
09.12.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში უფასო სასადილო გახსნა
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში მზრუნველობა მოკლებული ადამიანებისათვის უფასო სასადილო გახსნა. ეს ობიექტი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივითა და დაფინანსებით გაიხსნა. პრეზიდენტი უმწეო მოხუცებს გაესაუბრა და მათთან ერთად ისადილა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური