რელიზები
29.12.2005
მიხეილ სააკაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს და ფეხბურთელებს შეხვდა.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო კანცელარიაში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს და ფეხბურთელებს შეხვდა. საუბარი ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებს შეეხო. მიხეილ სააკაშვილმა ფეხბურთის ფედერაციას დახმარება აღუთქვა. მისი თქმით იგი პროპაგანდას უწევს ცხოვრების ჯანსაღ წესს, ვინაიდან ქუჩის სპორტის მასობრიობა ფეხბურთის აღორძინების მთავარი წინაპირობაა. "ჩვენი ამოცანაა რამდენიმე წელიწადში შედეგს მივაღწიოთ და ხალხს გული გავუხაროთ. მომბეზრდა დამარცხებისა და იმედგაცრუებული გულშემატკივრის ყურება. ჩვენ დაგიჭერთ მხარს და ნურც თქვენ დააკლებთ მცდელობას " - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური