რელიზები
14.01.2006
მიხეილ სააკაშვილმა ქათმის გრიპთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარე პრევენციული ზომები შეაფასა
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერ-მინისტრთან და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ქათმის გრიპთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარე პრევენციული ზომები შეაფასა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ბევრ რეგიონში შექმნილი და მობილიზებულია საგანგებო შტატები. შესაბამისი სამსახურები აღჭურვილნი არიან სპეცტანსაცმლით, აქვთ შესაბამისი აპარატურა და მოქმედებენ ოპერატიულად.
მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს მინისტრებს ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა გამოირიცხოს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური