რელიზები
01.03.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთი უფასო სასადილო გახსნა
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მზრუნველობამოკლებულთათვის ჩუღურეთის რაიონში კიდევ ერთი უფასო სასადილო გახსნა.კონსტიტუციის ქუჩაზე უფასო სასადილო ყოველდღიურად 150 ადამიანს ცხელი სადილით მოემსახურება. მიხეილ სააკაშვილმა ხანდაზმულებს გაზაფხულის დღის აღსანიშნავად იები და ჯანმრთელობის პოლისები დაურიგა. „ღმერთმა მოგცეთ ჯანმრთელობა, ჩვენ ვაშენებთ ამბულატორიებს და პოლიკნინიკებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი მკურნალობა ბევრად უკეთეს პირობებში მოხდება."- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური