Google+

რელიზები

06.03.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ლომაიას შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების რეფორმირების საკითხთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ლომაიას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ სფეროში ცვლილებების განხორციელება უნდა დაჩქარდეს, რადგან დღესდღეობით ამ დარგის მუშაკები გაურკვეველ მდგომარეობაში არიან. პრეზიდენტის თქმით, ეს ხალხი მუდმივად ცვლილებების მოლოდინშია და ამ გაურკვევლობას, ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი უნდა დაესვას.

"ამ ინსტიტუტების დაფუძნება უნდა დაჩქარდეს და ყველა კონკურსი მაისის დამლევამდე უნდა დასრულდეს, რათა პირველი ივნისიდან სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებს ხელფასი მინიმუმ 115 ლარი, ზოგს კი ბევრად მეტი ჰქონდეთ. სამეცნიერო თემების დაფინანსება უნდა გაიზარდოს. საამისოდ ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებულია და თუ საჭირო იქნება მეტსაც გამოვყოფთ. არც ერთი ადამიანი დაუმსახურებლად არ უნდა დაიჩაგროს და ცვლილებები სამართლიანი კონკურსის საფუძველზე უნდა განხორციელდეს. არც ერთი მეცნიერი მივიწყებული არ უნდა იყოს და არც ერთი სამეცნიერო თემა უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ მთავრობა, რომელიც განათლებასა და მეცნიერებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, ხოლო ამ სფეროს მუშაკებს განსაკუთრებულად აფასებს. ამიტომ ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს. ეს ჩემი პრინციპული მოთხოვნაა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)