Google+

რელიზები

03.04.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო კანცელარიაში ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო კანცელარიაში ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს, ასევე კახეთისა და რაჭის გუბერნატორებს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება უფრო დიდია, ვიდრე უბრალოდ ტექნიკური პრობლემა.

შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილმა მინისტრებისაგან ინფორმაციები მოისმინა, მათ დავალებები მისცა და საგანგებო რეჟიმში მუშაობა დაავალა.

საქართველოს პრზეიდენტის თქმით, მთავრობამ ყველა პირობა უნდა შექმნას იმისათვის, რომ საქართველოში რთველი კარგად ჩატარდეს და ქართულმა ღვინომ ალტერნატიული ბაზარი იპოვოს.

მისი განცხადებით, ამის მაგალითს მთავრობას ჩინეთში ვიზიტის დროს თავად მისცემს.

საქართველოს პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა ის ადამიანები, ვინც ხელისუფლება ღვინოსთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემაში დაადანაშაულა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მისი ეფექტური მუშაობისათვის ისჯება.

„სიტუაცია ძალიან პრობლემატურია იმიტომ, რომ საუბარია ეკონომიკურ ემბარგოს ტიპის გადაწყვეტილებაზე. ის რაც გარკვეულ ტექნიკურ დონეზე გადაწყდა, მე ვფიქრობ ბევრად უფრო მძიმე საკითხია, ვიდრე ტექნიკური გაუგებრობა. ჩვენი ამოცანაა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დიალოგი ვაწარმოოთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, ამ გადაწყვეტილებას დაკრავს არაეკონომიკური, არატექნოლოგიური, არასანიტარული ნორმების დაცვასთან დაკავშირებული ხასიათი. მე ძალიან მიკვირს იმ ხალხის, ვინც საქართველოში საუბრობს იმაზე, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოსათვის ღვინის ბაზრის ჩაკეტვა, საქართველოს მთავრობის ბრალია. საქართველოს მთავრობის ბრალი არის მხოლოდ ის, რომ საქართველოს მთავრობამ ფალსიფიკაცია დახურა, გააორმაგა ღვინოზე მოთხოვნა, ჩვენს მეღვინეებს ახალ ბაზრებზე გასასვლელად ყველა გზა გაუხსნა. საქართველოს მთავრობა ისჯება იმის გამო, რომ საქართველოს ჰყავს ეფექტური მთავრობა. ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მას ისეთი მთავრობა ჰყავს, რომელიც მათ ინტერესებს კბილებით დაიცავს"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)